top of page

მართვადი IT სერვისები - კონფერენცია ბოდბეში



2 მაისს, სასტუმრო ბოდბეში, ჩვენს დამკვეთებსა და პარტნიორებს ვუმასპინძლეთ.


კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრეთ ორიენტ ლოჯიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაზე — "მართვადი IT სერვისები". განვიხილეთ, თუ როგორ ეხმარება ეს სერვისი ორგანიზაციებს IT ინფრასტრუქტურის გამართულ და უსაფრთხო მართვაში.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების მართვის ცენტრს, როგორც სერვისს — SOCaaS (SOC as a Service) — რომელიც დამკვეთებს აძლევს საშუალებას მიიღონ კიბერუსაფრთხოების სრულფასოვანი მონიტორინგი.


ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო მართვადი IT სერვისების აუთსორსინგის უპირატესობის წარმოსაჩენად.


მადლობა ყველა სტუმარს ნდობისთვის.


 
 
 

Comments


bottom of page