Cyber Week 2026 კახეთში
- 11 hours ago
- 1 min read

3-4 ივლისს, სასტუმრო Panorama Kakheti Resort-ში, Orient Logic-მა პარტნიორ დისტრიბუტორებთან ERC Distribution Georgia, Oberig IT Georgia და Techpro DC Georgia-სთან ერთად ღონისძიებას Cyber Week 2026 უმასპინძლა.
ინიციატივის მიზანი იყო კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების გაცნობა, პროფესიული ცოდნის გაზიარება და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს როგორც Orient Logic-ის კიბერუსაფრთხოების გუნდის ინჟინრებმა, ასევე ჩვენი პარტნიორი ვენდორების სპეციალისტებმა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ შემდეგი ვენდორების პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს:
✅ Fortinet
✅ Delinea
✅ Netskope
✅ Bitdefender
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, სპიკერებსა და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის.



Comments