top of page

13 - 14 მარტს ორიენტ ლოჯიკის ღონისძიება გაიმართა

  • 12 hours ago
  • 1 min read

13–14 მარტს, სასტუმრო „სამზეო ყვარელში“, ჩვენს დამკვეთებსა და პარტნიორებს ვუმასპინძლეთ. კონფერენციის ფარგლებში სტუმრებს გავაცანით Orient Logic-ის სტრატეგიული მიმართულება - Managed IT Services (MSP), ჩვენი გუნდი და ის შესაძლებლობები, რასაც ეს სერვისი ორგანიზაციებს სთავაზობს.


ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, სადაც ჩვენი დამკვეთი, ბაზის ბანკიდან გიორგი ცანავა, საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდა, თუ რა პრობლემას აგვარებს ორიენტ ლოჯიკის MSP სერვისი და რა შედეგებს იღებს ორგანიზაცია.


შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო MSP სერვისის პრაქტიკული ღირებულების წარმოსაჩენად და რეალური ქეისების გასაზიარებლად.


მადლობა ყველა სტუმარს ნდობისა და ჩართულობისთვის.


 
 
 

Comments


bottom of page