top of page

ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის მემორანდუმი


ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 9 ივლისს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდის წევრებმა.


საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმი კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული ღია, თანამშრომლობითი პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს “ციფრული ტრანსფორმაციის”, საჯარო ელექტრონული სერვისების დეცენტრალიზებული ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინოვაციური საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას.


„ორიენტ ლოჯიკის“ გუნდი აქტიურად არის ჩართული ქართული IT ეკოსისტემის განვითარებასა და ქართულ ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრირების პროცესში. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერის საფუძველზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას ქართული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობის შესახებ.

bottom of page