top of page

ორიენტ ლოჯიკმა IBM-ის ოქროს საპარტნიორო სტატუსი მოიპოვა


ორიენტ ლოჯიკმა IBM-ის ოქროს საპარტნიორო სტატუსი მოიპოვა

მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ვენდორთან IBM ოქროს საპარტნიორო სტატუსი ორიენტ ლოჯიკმა და მისმა Cloud-Native ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ბრენდმა CODEVICE-მა მოიპოვა.


დღეის მდგომარეობით ჩვენი კომპანია ერთადერთია რეგიონში IBM-ის სამი სპეციალიზაციით:

ORIENT LOGIC – Security

CODEVICE - Digital Business Automation

CODEVICE - Cloud Management


“IBM Gold Business Partner” სტატუსი თანამშრომლობის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური პროექტების აღმნიშვნელია, რაც ჩვენი გუნდის კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მეტყველებს.


შეგახსენებთ, რომ ორიენტ ლოჯიკი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს IBM-თან. ამ ხნის მანძილზე ორგანიზაციებს გავუწიეთ კვალიფიციური მომსახურება IBM-ის ულტრა თანამედროვე უსაფრთხოების, ბიზნესის ავტომატიზაციისა და Cloud ტექნოლოგიების დანერგვაში.



bottom of page