top of page

ორიენტ ლოჯიკის თითოეული სერვისი სერტიფიცირებულია ISO-ს უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით


„ორიენტ ლოჯიკმა“ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და მოიპოვა ორი უმაღლესი კატეგორიის ISO სერტიფიკატი: ISO/IEC 27001:2022 და ISO/IEC 20000-1:2018. 

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ადასტურებს, რომ კომპანიის თითოეული სერვისი, სრულიად დაცულია და რეგულარულად გადის InfoSec აუდიტს.


ორივე სერტიფიკატის ერთდროული მოპოვება მიუთითებს ორიენტ ლოჯიკის:


  • მაღალი დონის შიდა ორგანიზაციულ განვითარებაზე

  • პროცესების ეფექტურ, გამჭვირვალე და სტანდარტიზებულ ოპერაციულ მართვაზე

  • ინფორმაციული უსაფრთხოებისა და IT სერვისების სტაბილურ, დაცულ და მუდმივად კონტროლირებად გარემოზე


ISO 27001:2022 ადასტურებს, რომ „ორიენტ ლოჯიკის“ მონაცემთა დაცვა, რისკების მენეჯმენტი და უსაფრთხოების მექანიზმები არის კომპლექსურად სტრუქტურირებული, მუდმივად განახლებადი და ახორციელებს აუდიტს მკაცრად კონტროლირებადი სისტემებით.


ISO 20000-1:2018 კი ადასტურებს, რომ „ორიენტ ლოჯიკის“ IT ინფრასტრუქტურის და კიბერუსაფრთხოების სერვისები ეფუძნება უმაღლესი სტანდარტი გამჭვირვალე და სრულად ციფრულ შიდა პროცესებს, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უწყვეტობასა და მაღალ ხარისხს.


ოთარ ტაბატაძე, ორიენტ ლოჯიკის საოპერაციო დირექტორი:


,, ერთდროულად მიღებული ორი საერთაშორისო ISO სტანდარტის სერტიფიკატი (27001:2022 & 20000-1:2018) ჩვენი გუნდის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ორგანიზაციული განვითარების, ასევე მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების კუთხით. დღეს ორიენტ ლოჯიკის ყველა ბიზნეს პროცესი სრულად გაციფრულებული და გამჭვირვალეა, ხოლო ჩვენი სერვისების  ინფორმაციული უსაფრთხოება უმაღლესი სტანდარტებით დაცული.  
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ბიზნესის უწყვეტობა და თანამშრომლობის სანდოობა ყოველთვის იყო ჩვენი მთავარი ფასეულობა და მოხარული ვართ რომ ეს უმაღლესი საერთაშორისო სერტიფიკატებითაც დადასტურდა. 

„ორიენტ ლოჯიკი“ უკვე 30 წელია საქართველოს ბაზრის ლიდერი IT კომპანიაა და აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული ინოვაციური IT ეკოსისტემის შექმნას.



 
 
 

Comments


bottom of page