top of page

ორიენტ ლოჯიკის ახალი ბრენდი CODEVICE



მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებების დეპარტამენტი ახალი ბრენდის სახელით CODEVICE ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებების დეპარტამენტი ორიენტ ლოჯიკში ოპერირებს 2016 წლიდან. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იგი დინამიურად ვითარდებოდა და დღეისთვის დაკომპლექტექბულია 30-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალისგან და ითვლის არაერთ წარმატებით განხორციელებულ საშუალო თუ მსხვილი ზომის პროექტს როგორც კომერციულ, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებში. მათ შორის აღსანიშნავია:


კრედიტინფო საქართველო - ჩემი კრედიტინფო.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - საჯარო და კერძო სკოლების ელექტრონული ჟურნალი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - მანდატურების საქმის წარმოების სისტემა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - თანამედროვე Cloud-Native ინფრასტრუქტურა Red Hat OpenShift-ის ბაზაზე.

საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა - საქმის წარმოების სისტემა. (შემუშავების სტადიაში)

ენერგო პრო ჯორჯია - ტარიფიკაციის სისტემა.

სს თელასი - ტარიფიკაციის სისტემა.

ლიბერთი ბანკი - გაყიდვების მართვის სისტემა Sales CRM.

თიბისი ბანკი - თანამედროვე Cloud-Native ინფრასტრუქტურა Red Hat OpenShift-ის ბაზაზე.

ბაზის ბანკი - IBM Cloud Pak for Business Automation


დეპარტამენტის CODEVICE ბრენდად ჩამოყალიბების მიზანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული პარტნიორი ორგანიზაციებთან მეტად ფოკუსირებული მიდგომის გაღრმავება, აგრეთვე პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი ხედვის რეალიზაციისთვის და მიზნების მისაღწევად.


bottom of page