top of page

ორიენტ ლოჯიკი DELL TECHNOLOGIES-ის პლატინუმ პარტნიორია


კომპანიამ პლატინუმ პარტნიორობის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელი ყველა პირობა დააკმაყოფილა და წელსაც შეინარჩუნა აღნიშნული სტატუსი.


სტატუსების მინიჭება შეფასების რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის საფუძველზე ხორციელდება. პარტნიორობის პლატინუმ სტატუსის მოპოვების აუცილებელი კრიტერიუმებია: პროექტების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის წარმატებით განხორციელება, კომპანიაში დასაქმებული სპეციალისტების მაღალი დონის კომპეტენცია და სხვადასხვა პროფილით ტექნოლოგიური სერტიფიცირების მოპოვება.


პარტნიორობის პლატინუმ სტატუსი ხაზს უსვამს „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმს ქართულ ბაზარზე მსოფლიოს წამყვანი ვენდორის გადაწყვეტილებების დანერგვისა და შესაბამისი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

bottom of page