top of page

უსაფრთხოების მართვადი სერვისები

ორიენტ ლოჯიკის გუნდი 2022 წლიდან აქტიურად მუშაობს MSSP მიმართულების გაძლიერებაზე,  რაც გამოიხატება მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების მართვადი სერვისების (SOCaaS) და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებაში. მთავარი ღირებულება ადამიანები და მათი მრავალწლიანი გამოცდილებაა, რაც გვაძლევს საშუალებას ტრადიციული მოდელით არ შემოვიფარგლოთ და მომხმარებელს IT უსაფრთხოების დანერგვის ყველა ეტაპზე გავუწიოთ დახმარება.


გუნდი აქტიურად მუშაობს შეღწევადობის ტესტირებასა (Penetration Testing) და Red/Blue Team სიმულაციებზე. როგორც სხვა მიმართულებით, ამ კუთხითაც დიდი ყურადღება ეთმობა სერტიფიცირებას და ყველა საჭირო აკრედიტაციის მოპოვებას როგორც ორგანიზაციის, ასევე გუნდის წევრების შემთხვევაში.

მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგ ძირითადად სერვისებს:

 

  • SOCaaS (SOC as a Service) - უსაფრთხოების მართვის ცენტრი, როგორც სერვისი;

  • Penetration Testing - შეღწევადობის და უსაფრთხოების ტესტირება;

  • სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში მხარდაჭერა (ISO27001, PCI-DSS, NBG CyberSecurity Framework, SOC 2, Swift CSP)

  • ინფორმაციული და IT უსაფრთხოების კუთხით კონსულტაცია;

  • ტექნიკური კონტროლების შეფასება;

  • ინციდენტებზე რეაგირება და მართვა;

  • გარემოს შეფასება და აუდიტი.

Integrator

Orient Logic

© ორიენტ ლოჯიკი 2024

bottom of page