VMWARE - ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის უპირატესობები


თანამედროვე ბიზნეს გარემოში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს სისწრაფე და მოქნილობა. მოქნილობა გულისხმობს მომხმარებელთა ჩართულობის მაქსიმიზაციას, და ორგანიზაციის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას. აღნიშნული მიზნების მიღწევაში თანამედროვე ტექნოლოგიები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, სწორედ ტექნოლოგიური ავტომატიზაცია არის ის მთავარი კომპონენტი, რაც თანამედროვე ბიზნესის წარმატების საწინდარია.


ავტომატიზაცია უზრუნველყოფს ორგანიზაციებისთვის სერვისებისა და აპლიკაციების სწრაფ, თანმიმდევრულ და საიმედო მიწოდებას. სწორად შერჩეული პლატფორმის საშუალებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ აპლიკაციების მიწოდების პროცესის თითოეული კომპონენტის ავტომატიზაცია, რასაც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შედეგამდე მივყავართ:


დაჩქარებული პროცესები

IT მიმართულებით არსებული პროცესების ავტომატიზაცია ორგანიზაციებს ეხმარება მიმდინარე პროცესების გამარტივებაში, ასევე შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს სრულად დაფარონ მათ წინაშე არსებული მოთხოვნები. პროცესების ავტომატიზაცია ორგანიზაციებს ეხმარება განავითარონ და დანერგონ ახალი და გაუმჯობესებული აპლიკაციები, რომლებიც სრულად მორგებულია მათ ბიზნეს გარემოზე.

გაუმჯობესებული ეფექტურობა

ქსელური სერვისების, აპლიკაციების და სხვა რესურსების კონფიგურაცია და მართვა ხშირად გულისხმობს ნელ და შეცდომებისგან დაუცველ პროცესებს. ყოველდიური პროცესების ავტომატიზაცია ხელს უწყობს აპლიკაციების მუშაობის დაჩქარებას, კონფიგურაციის რაციონალიზაციასა და საბოლოო ინფრასტრუქტურის ოპტიმალურ უზრუნველყოფას. შემცირებული არაავტომატიზირებული პროცესების მეშვეობით, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს რუტინული სამუშაოს შესრულების საჭიროება, დაზოგოს მეტი დრო და შეამციროს პროცესში გამოვლენილი შეცდომები.


ოპტიმიზირებული ოპერაციები

ავტომატიზაციის სწორად შერჩეული გადაწყვეტილების საშუალებით, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს შეუძლია გააუმჯობესოს არსებული ოპერაციები და სრულად დააკმაყოფილოს ბიზნესის მიმართ არსებული დაინტერესებული მხარეების ზრდადი მოთხოვნები. ავტომატიზაციის ოპერაციული მოდელის საშუალებით, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან და ინფრასტრუქტურულ გარემოს, ორგანიზაციები ხდებიან მეტად მოქნილები და ახდენენ არსებული პროცესების დაჩქარებას და მათ სრულ ოპტიმიზაციას.

აღნიშნული მიმართულებით, VMware მომხმარებლებს სთავაზობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრირებულ პორტფელს, რაც მოიცავს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

vRealize Suite

NSX

VMware Cloud Foundation

Cloud Services

აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთობლივი მუშაობა სრულად უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის, მრავალ-ღრუბლოვანი ოპერაციებისა და ბიზნეს პროცესების სრულ ავტომატიზაციას და გამართულ მუშაობას.