
რა არის SD-WAN?
SD-WAN არის ტექნოლოგია რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ ორგანიზაციებს ან ფილიალებს ერთმანეთთან. ამარტივებს კომპიუტერული ქსელის მართვას და ზრდის უსაფრთხოებისა და წარმადობის დონეს.
ვის სჭირდება?
SD-WAN სჭირდება ყველა ორგანიზაციას ვისაც აქვს რამდენიმე ფილიალი და სურს მათი ერთმანეთთან დაკავშირება.
რატომ?
ტრადიციული VPN ტექნოლოგიები მოითხოვენ კომპლექსურ კონფიგურაციებს, რთულია მათი მართვა და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ ზრდის პრობლემის მოგვარების დროს და ხარისხს.
როგორ მუშაობს?
SD WAN იყენებს ცენტრალიზებულ მართვის სისტემას, რომელიც მართავს ყველა მოწყობილობას და ზრდის ბიზნეს აპლიკაციების ხელმისაწვდომობის ხარისხს, ინფორმაციის გადაცემის ინტელექტუალური მარშრუტიზაციის მექანიზმების გამოყენებით.
SD-WAN ტექნიკური აღწერა
სანამ ღრმა ტექნიკურ აღწერაზე გადავალთ, კარგი იქნება თუ მოვიყვანთ ანალოგიას რომელიმე ცხოვრებისეულ მაგალითთან, რაც გაგვიმარტივებს შემდგომში SD WAN ტექნოლოგიის მარტივად აღქმას.
წარმოიდგინეთ , რომ A და B ლოკაციაში გადასატანია ტვირთი. გყავთ 10 სატვირთო და შესაბამისად 10 მძღოლი. ზოგიერთ მარშრუტზე მოულოდნელი პრობლემის გამო ტვირთი მივიდა დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით, რამაც დააზარალა კომპანია.
პრობლემის აღწერა:
ყველა მძღოლმა დამოუკიდებლად აირჩია მარშრუტი
არცერთმა მათგანმა წინასწარ არ იცოდა რა მდგომარეობაა მათ მიერ არჩეულ მარშრუტზე
მძღოლები არ უზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას რეალურ დროში
გზაში წარმოშობილი პრობლემის შესახებ ინფორმაციას მძღოლი იღებს გვიან და უკვე მისთვის რთულია ალტერნატიული მარშრუტების მოძიება და გადასვლა
როგორ გადავჭრათ პრობლემა:
შემოვიყვანოთ სცენაზე დისპეჩერი, წარმოიდგინეთ ის ურჩევს ყველა მძღოლს ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტს მანძილის და შესაძლო დაყოვნების მიხედვით.
ის უზიარებს ინფორმაციას მძღოლებს რეალურ დროში გზებზე მდგომარეობის შესახებ და რეალურ დროში წინასწარ გასცემს რეკომენდაციებს მარშრუტის შეცვლის შესახებ.
დისპეჩერის როლის გაჩენა მოაგვარებს პრობლემას და გადაარჩენს კომპანიას ზარალისგან. ვთარგმნოთ ეხლა ეს ყველაფერი ტექნოლოგიებში - დისპეჩერი არის SD – WAN ორკესტრატორი, იგივე ცენტრალური მართვის სისტემა. სატვირთოები და მძღოლები კი ინდივიდუალური მარშრუტიზატორები (ე.წ Router), ინდივიდუალური ლოკალური მართვის ფუნქციით.
SD WAN (Software Defined WAN) წარმოადგენს ცენტრალური პროგრამული უზრუნველყოფით მართვად WAN კომპიუტერულ ქსელს. WAN (Wide Area Network) თავის მხრივ წარმოადგენს კომპიუტერული ქსელის ტიპს, რომელიც აკავშირებს გეოგრაფიულად დაშორებულ ლოკაციებს.
გარტნერის 2022 კვლევის შედეგების მიხედვით Hewlett Packard Enterprise (Aruba) გახდა ე.წ “მაგიური კვადრატის” ლიდერი. ეს წარმატება მას მოუტანა 2020 წელს კომპანია SilverPeak-თან გაერთიანებამ. Silverpeak არის ერთ-ერთი პიონერი კომპანია, რომელმაც SD-WAN ტექნოლოგიის იდეას ჩაუყარა საფუძველი და დღესაც წარმატებით აგრძელებს მის განვითარებას.

HPE’s SD-WAN გადაწყვეტილებები შედგება ორი ძირითადი საპროდუქტო ხაზისგან :
Aruba EdgeConnect Enterprise (ყოფილი Silver Peak)
Aruba EdgeConnect SD-Branch
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
Aruba EdgeConnect Enterprise გადაწყვეტილება განკუთვნილია დიდი ორგანიზაციებისათვის რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობის ფილები და Cloud First სტრატეგია, იქ სადაც კორპორატიული აპლიკაციების მიგრაცია ხდება ლოკალური დატაცენტრებიდან cloud-ში. ტექნიკური გადაწყვეტილების ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია ფილიალებში განლაგებული ფიზიკური ან ვირტუალური მოწყობილობები და Aruba WAN Orchestrator ცენტრალური მართვის სისტემა. ძირითადი ფუნქციონალი :
Tunnel Bonding: ორი ან მეტი პროვაიდერის შეერთების ერთდროული მოხმარება, მათზე დაშენებული ვირტუალური ტუნელების აგრეგირების მეთოდით. რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად ათვისებულ იქნას ყველა ინტერნეტ არხი.
Aruba WAN Boost – დაბალი სიჩქარის მქონე ინტერნეტ კავშირების ოპტიმიზაცია latency-sensitive და data-intensive ბიზნეს აპლიკაციებისათვის. TCP და სხვა პროტოკოლების აქსელერაციის ტექნოლოგიების გამოყენებით და ამავდროულად მონაცემთა გადაცემისას მათი კომპრესიით და დედუპლიკაციით.
Path Conditioning - საუკეთესო გადაცემის არხების შერჩევა რეალურ დროში დაყოვნების და დატვირთულობის მაჩვენებლების მიხედვით.
აღსანიშნავია Aruba WAN Boost ტექნოლოგიის უნიკალური გამოყენების პრაქტიკა დატაცენტრებს შორის კავშირებისათვის, როდესაც დაბალი სიჩქარის მქონე დატაცენტრების შეერთებისათვის დედუპლიკაციისა და პროტოკოლების აქსელერაციის მეთოდებით ხდება იმაზე უფრო დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემა ვიდრე ინტერნეტ არხი იძლევა ამის საშუალებას. Aruba EdgeConnect SD-Branch ტექნიკური გადაწვეტილება მოიცავს არამხოლოდ SD-WAN ფუნქციონალს, არამედ ფილიალის ქსელის ყველა კომპონენტს Wi-Fi დაშვების წერტილებს, კომუტატორებსა და ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკებს. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ცენტრალურად მართავთ ფილიალებს შორის WAN კავშირებს და ასევე ამავე ფილიალების LAN სეგმენტის მოწყობილობებს.
ძირითადი ფუნქციონალი:
ცენტრალური მართვა - პროდუქტის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს Aruba central მართვისა და ორკესტრაციის სისტემა, რომელსაც შეუძლია დაერთოს Aruba SD-WAN მარშრუტიზატორები, კომუტატორები და Wi-Fi დაშვების წერტილები.
კომპიუტერული ქსელის დინამიური სეგმენტაცია
SD-WAN ორკესტრაცია
ერთიანი ქსელური უსაფრთხოება - მარტივად გაფართოებადი და მოქნილი Zero Trust and SASE მეთოდოლოგიები.
Comments