RED HAT HACKFEST - QUARKUS FOR IOT



მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ მულტინაციონალური კორპორაცია Red Hat-ის მიერ 12 აპრილი - 17 მაისის პერიოდში ორგანიზებულ ჰაკფესტში Quarkus for IoT ორიენტ ლოჯიკმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა 20-ზე მეტი Red Hat-ის წამყვანი ევროპული პარტნიორი კომპანია.

ჰაკფესტის პერიოდში, ორიენტ ლოჯიკის გუნდი აქტიურად მუშაობდა IoT სენსორის შექმნაზე, რომელიც ზომავს ჰაერის დაბინძურებას და მავნე გაზებს. დაიწერა მიკროსერვისები Python-ზე და Quarkus-ზე, რომლებიც პერიოდულად გადასცემენ ინფორმაციას ცენტრალურ მონაცემთა სანახ პლატფორმას შემდგომი ანალიზისა და დამუშავებისთვის.


პლატფორმის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა მრავალი თანამედროვე ღია კოდზე დაფუძნებული ტექნოლოგია, მათ შორის:

• ინფრასტრუქტურა - Red Hat OpenShift

• შეტყობინებების ბროკერი - Red Hat AMQ (Kafka)

• მონაცემთა შენახვა და დამუშავება - PostgreSQL, Influx DB

• მონაცემთა ვიზუალიზაცია - Grafana

• პორტალის ბექენდი - Quarkus

Quarkus - Supersonic Subatomic Java წარმოადგენს Java პროგრამირების ენის ულტრა თანამედროვე ვარიანტს, რომელიც დაფუძნებულია კონტეინერულ ტექნოლოგიაზე, არის სწრაფი, მოქნილი, იკავებს ნაკლებ მეხსიერებას.


ჩვენს მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების დარგის ექსპერტების მიერ შეფასების შედეგად მასშტაბირების, კონფიგურირებადობის და მოქნილობის კუთხით შეირჩა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და კონკურსში მეორე ადგილი ერგო.