Red Hat უერთდება HPE GreenLake ეკოსისტემას



Discover 2022 (HPE) კონფერენციაზე Hewlett Packard Enterprise-მა გამოაცხადა, რომ მისი დიდი ხნის პარტნიორი, Red Hat უერთდება HPE GreenLake ეკოსისტემას. კომპანიები ერთად იმუშავებენ კომბინირებული სერვისების შეთავაზებაზე.

Red Hat-ის წამყვანი ღია კოდის ტექნოლოგიები როგორებიცაა: Red Hat OpenShift, Red Hat Enterprise Linux და Red Hat Ansible Automation Platform, განლაგებული იქნება HPE GreenLake პლატფორმაზე.

თანამშრომლობის ფარგლებში HPE და Red Hat კომპანიებს ღია კოდის გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ დანახარჯები და ამავდროულად აამაღლონ სტაბილურობა და წარმადობა IT გარემოში.

HPE GreenLake-ისა და Red Hat-ის კოლაბორაციის უპირატესობებია:

საიმედო წარმადობა - IT გადაწყვეტილებები შექმნილია ნებისმიერი დატვირთვისთვის, მაღალი ხელმისაწვდომობითა და მონაცემთა დაცვით, რათა, განურჩევლად მდებარეობისა, უზრუნველყოს უფრო საიმედო ინფრასტრუქტურა მძლავრი უსაფრთხოების ფუნქციონალით.

შემცირებული რისკი და სირთულე - HPE და Red Hat მზად არიან უზრუნველყონ ბიზნეს მიზნებისთვის აუცილებელი არქიტექტურები და ფოკუსირდნენ მომხმარებლის გრძელვადიან წარმატებაზე.

ნაკლები ღირებულება - ხელმისაწვდომი, მასშტაბირებადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ოპტიმიზირებულია თითოეული მომხმარებლისთვის, დანახარჯების გრანულარული კონტროლის შესაძლებლობით.

სიჩქარე -კომპანიებს, რომლებიც იყენებენ ამ სრულყოფილ, ღია კოდის IT სტეკის გადაწყვეტილებებს, შეუძლიათ უფრო ჩქარა ადაპტირდნენ ბაზრისა და ინდუსტრიის ცვლილებებთან, სწრაფად გაიტანონ ახალი პროდუქტები ბაზარზე და მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა.

ყოვლისმომცველი მხარდაჭერა – HPE მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო დონის სერვისებს და მხარდაჭერას ფიზიკური, ვირტუალური და მრავალ ღრუბლოვანი გარემოსთვის.

სანდო ღია კოდის ტექნოლოგია – Red Hat არის ღია კოდის გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერი მსოფლიოში, Fortune 500 კომპანიების 90%-ზე მეტი იყენებს Red Hat ტექნოლოგიებს.

სრულად იხილეთ წყარო: https://bit.ly/3zgqCUS