top of page

ORIENT LOGIC X HPE TECH CONFERENCE 2021


ORIENT LOGIC X HPE TECH CONFERENCE 2021

2-4 აპრილს ორიენტ ლოჯიკმა, კომპანია HPE-სთან პარტნიორობით, Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia-ში ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც დეტალურად იქნა განხილული HPE-ის უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით.


ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას მიმართა ორიენტ ლოჯიკის გენერალურმა დირექტორმა - ლევან ახვლედიანმა და HPE საქართველოს მმართველმა დირექტორმა - დიმიტრი კვინტრაძემ. ორივე მათგანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორიენტ ლოჯიკისა და HPE-ის მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობასა და ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს. უშუალოდ ტექნოლოგიურ კონფერენციას კი უძღვებოდნენ ორიენტ ლოჯიკის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების მთავარი არქიტექტი - ირაკლი ჯოჯუა და IT ინფრასტრუქტურის უფროსი ინჟინერი - გიორგი ლუარსაბიშვილი.


ღონისძიების მსვლელობისას სრულად იყო დაცული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებული კოვიდ რეგულაციები და სტანდარტები.


შეგახსენებთ, რომ ორიენტ ლოჯიკი კომპანია HPE-ის პლატინუმ პარტნიორია. აღნიშნული სტატუსი მეტყველებს ორიენტ ლოჯიკის გუნდის უმაღლეს პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე საქართველოს ბაზარზე HPE-ის გადაწყვეტილებების დანერგვისა და მასშტაბური პროექტების განხორციელების კუთხით.



bottom of page