Forrester-ის კვლევის თანახმად, OpenShift არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მულტი-ღრუბლოვანი კონტეინერული პლატფორმა და გააჩნია მაღალი კომპეტენცია დეველოპერული და ერთიანი საოპერაციო მოდელის მიმართულებით როგორც საჯარო, ისე დახურული პლატფორმებზე. Red Hat-სა და IBM-ს, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივი მუშაობის საფუძველზე, მიზნად აქვთ დასახული, რომ რეალური გახადონ პრინციპი - „ააშენე ერთხელ, გაავრცელე ნებისმიერ გარემოში“, რასაც ამ ეტაპზე უკვე საკმაო წარმატებით ახორციელებენ მსოფლიო ბაზარზე.
Red Hat OpenShift ორგანიზაციებს სთავაზობს ერთიან პლატფორმას თანამედროვე და ინოვაციური აპლიკაციებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტი ორგანიზაცია სრულ ნდობას უცხადებს Red Hat Openshift-ის პლატფორმას, რათა დაძლიონ მათი ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები, რაც მათი მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს და კონკურენტულ გარემოში მარტივად აღქმადს ხდის ბიზნესის უპირატესობებს. Red Hat Openshift-ის დახმარებით ბიზნესი ახდენს დიდი იდეების რეალურ განხორციელებას ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლატფორმაზე, რომელიც ღიაა ნებისმიერი აპლიკაციის, მომხმარებლისა და ინფრასტრუქტურისთვის.
"ორიენტ ლოჯიკი“ Red Hat-ის Advanced სტატუსის მქონე ბიზნეს პარტნიორია, რის საფუძველზეც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს ვთავაზობთ მოქნილ და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რაც რესურსებისა და პროცესების ოპტიმიზაციის საუკეთესო შესაძლებლობაა.
Comments