Dell Technologies და Red Hat აფართოებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას



Dell Technologies აფართოებს თავის ხანგრძლივ სტრატეგიულ ურთიერთობას Red Hat-თან, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამარტივებს კონტეინერული ინფრასტრუქტურის მრავალ ღრუბლოვან გარემოში განთავსებას და მართვას.

Gartner პროგნოზირებს, 2027 წლისთვის, ორგანიზაციების 90% მთელ მსოფლიოში კონტეინერში მომუშავე აპლიკაციებზე გადავა. თუმცა, ადაპტირებასთან ერთად შეიძლება გამოჩნდეს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზაციებში კონტეინერული ტექნოლოგიების დანერგვასთან, მართვასთან და შესაბამისი უნარების მქონე IT პერსონალის პოვნასთან. Dell-ისა და Red Hat-ის კომბინირებული გადაწყვეტილებები დაეხმარება ორგანიზაციებს დააჩქარონ ღრუბლოვანი აპლიკაციების განვითარება და მართვა (DevOps).

Dell Technologies და Red Hat-ის კოლაბორაციის უპირატესობებია:

APEX Containers for Red Hat OpenShift ორგანიზაციებისთვის და მათ დეველოპერებისთვის უზრუნველყოფს Dell-ის მიერ მართულ, შიდა Container-as-a-Service გადაწყვეტას. Red Hat OpenShift-ის სერვისი კომპანიებს საშუალებას აძლევს დააკმაყოფილონ დეველოპერების საჭიროებები, საკუთარი IT ინფრასტრუქტურის აშენების და მართვის გარეშე.

Dell Validated Platform, ამარტივებს კონტეინერული ინფრასტრუქტურის დანერგვას და მართვას სრულფასოვანი დანერგვისა და კონფიგურაციის სახელმძღვანელოების მეშვეობით. მომხმარებლებს შეუძლიათ უფრო სწრაფად ააწყონ და ჩაუშვან შიდა ინფრასტრუქტურა, ასევე უფრო მარტივად მართონ Red Hat OpenShift გარემო Dell PowerFlex პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრულ ინფრასტრუქტურაში.

ერთობლივად შემუშავებული Red Hat OpenShift on bare metal აძლევს საშუალებას DevOps გუნდებს უფრო სწრაფად უზრუნველყონ გამოთვლითი და სანახი რესურსები, ინფრასტუქტურა-როგორც-კოდი, DevOps პროცესების ავტომატიზაცია, რის შედეგადაც დეველოპერები ხდებიან ინოვაციების ძრავა მათი ბიზნესისათვის.

Dell და Red Hat ერთობლივად ქმნიან ჰიბრიდულ ღრუბლოვან გადაწყვეტას, on-premises Red Hat OpenShift-ის უფრო თანმიმდევრულად მართვისთვის საჯარო ღრუბლებში და მათ საზღვრებზე.

ეს ავტომატიზირებული ინფრასტრუქტურა შეიქმნება Dell-ის მასშტაბირებადი Software Defined Compute & Storage გამოთვლითი რესურსების, პროგრამული უზრუნველყოფის და Red Hat OpenShift-ის full stack ინტეგრაციის საშუალებით, იმისთვის რომ მომხმარებლებს შესთავაზოს ღრუბლოვანი მართვის სიმარტივე, რომელიც დაეხმარება ღრუბლოვანი მოქნილობისა და შიდა ოპერაციების გამარტივების გამოთვლაში.

იმის გათვალისწინებით რომ აპლიკაციების სისწრაფე გადამწყვეტია ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, ამ ორი ვენდორის ინტეგრაცია გაუადვილებს ორგანიზაციებს აპლიკაციების ერთხელ შემუშავებას და მათ ყველგან განთავსებას საერთო ოპერატიული მოდელით.


სრულად იხილეთ წყარო: https://prn.to/3DMb1iq