top of page

CYBERTHURSDAY 2021 - კიბერუსაფრთხოების კონფერენცია


CYBERTHURSDAY 2021 - კიბერუსაფრთხოების კონფერენცია

ორიენტ ლოჯიკის გუნდმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე, კიბერუსაფრთხოების კონფერენციას - “CyberThursday 2021” - უმასპინძლა.


ღონიძიების ფარგლებში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი წარმომადგენლები. CyberThursday 2021-ის ფარგლებში განვიხილეთ თანამედროვე კიბერგამოწვევები და ის ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული გამოწვევების წარმატებულ დაძლევას.


კონფერენციის მიმდინარეობისას განვიხილეთ შემდეგი თემები:


  • One Identity ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები პრეზენტატორი: Maksym Makovetskyi, BAKOTECH

  • Trend Micro - თანამედროვე კიბერტექნოლოგიები პრეზენტატორი: როსტომ კოპაძე, ორიენტ ლოჯიკი

  • Netwrix Technologies პრეზანტატორი: Ruslan Aniskin, BAKOTECH

კონფერენციის ოფიციალური ნაწილის გარდა, ღონისძების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს შორის გაიმართა შეჯიბრი სროლაში, სადაც მონაწილეები ვირტუალურად ანადგურებდნენ იმ პოტენციურ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს კიბერშეტევის პროცესში.


ღონისძიების მსვლელობისას სრულად იყო დაცული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებული კოვიდ რეგულაციები და სტანდარტები.


CyberThursday-ის ღონისძიებათა სერია მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განვიხილავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

Kommentare


bottom of page