CODEVICE-მა IBM-ის Cloud Management სპეციალიზაცია მოიპოვა


ორიენტ ლოჯიკის Cloud-Native ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ბრენდმა CODEVICE-მა IBM-ის Cloud Management სპეციალიზაცია მოიპოვა.

აღნიშნული კომპეტენცია საშუალებას გვაძლევს დამკვეთებს კვალიფიციურად მოვემსახუროთ IBM-ის ჰიბრიდული ქლაუდის (Hybrid-Cloud) დინამიური მართვის და დაკვირვების მიმართულებით, ისეთი პროდუქტების მეშვეობით როგორებიცაა: Instana, Turbonomic, Watson AIOps.

დღეისათვის ჩვენი კომპანია ერთადერთია რეგიონის მასშტაბით ამ სპეციალიზაციით.