CISCO ორიენტ ლოჯიკის მთავარი პარტნიორნი ქსელური გადაწყვეტილებების მიმართულებით




Cisco-ს პორტფელი უნივერსალურია და მოიცავს უმაღლესი ხარისხის ქსელურ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებს. მათგან აღსანიშნავია მსხვილ მონაცემთა დამუშავების ქსელური გადაწყვეტილებები, რა მიმართულებითაც Cisco მსოფლიო ბაზრის უპირობო ლიდერად ითვლება.

ორიენტ ლოჯიკისა და Cisco-ს პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მიმდინარედ ახორციელებს რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ამ მიმართულებით, რომელთა ფარგლებშიც მოვახდენთ მონაცემთა სისტემების ქსელების მოწყობას Cisco-ს Nexus სერიის მოდელების გამოყენებით, რის შედეგადაც აღნიშნული ქსელები მზად იქნება Software Defined Network-ზე მიგრაციისთვის.

„ორიენტ ლოჯიკი“ Cisco-ს წამყვანი სერტიფიცირებული პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ერთად ვნერგავთ ქართულ ბაზარზე მაღალი დონის თანამედროვე ტექნოლოგიებს.