წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის VMWARE WORKSPACE ONE


ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში თანამედროვე ტექნოლოგიები სრულად ცვლის ორგანიზაციების ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. აღნიშნული პროცესის უწყვეტად და ხარისხიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თანამშრომლებისთვის აპლიკაციებსა და სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით.


VMware Workspace ONE არის კორპორაციული მომხმარებლებისთვის ერთიანი ვირტუალური სამუშაო სივრცე, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ცენტრალიზებული ავტორიზაციის მეშვეობით მოახდინონ აპლიკაციაში შესვლა და მუშაობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამარტივებს IT ოპერაციებს და უზრუნველყოფს აპლიკაციების სრულ ხელმისაწვდომობას ნებისმიერი მოწყობილობიდან.


VMware Workspace ONE დაფუძნებულია Zero Trust უსაფრთხოების პრინციპზე, რომელიც მნიშნელოვნად ამცირებს შეტევების არეალს და ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდს შესაძლებლობას აძლევს სრულად უზრუნველყონ მომხმარებლების, მოწყობილობებისა და აპლიკაციების დაცვა.