ორიენტ ლოჯიკმა RED HAT-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი მოიპოვა



ორიენტ ლოჯიკმა Red Hat-ის უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი - Premier Business Partner Status - მოიპოვა და ჩვენს რეგიონში წამყვანი პარტნიორი ორგანიზაცია გახდა.

უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი გულისხმობს ორიენტ ლოჯიკის სტრატეგიულ ხედვას open source ტექნოლოგიებზე დაფუძნებული Red Hat-ის პროდუქტების და მომსახურების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც თავისთავად ნიშნავს რეგიონში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ეკოსისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში არსებული მსხვილი და საშუალო ზომის, განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის.


პრემიერ ბიზნეს პარტნიორობის სტატუსი უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების პროცესში, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე მთელს რეგიონში.

ქართულ ბაზარზე Red Hat-ის პროდუქტების განვითარების მიმართულებით ჩვენ უკვე არაერთი მსხვილი სტრატეგიული პროექტი განვახორციელეთ. ეს გეზი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაძლიერდება ახალ სტატუსთან ერთად და გვჯერა, რომ მომავალში Red Hat-ის პროდუქტების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით რეგიონში მრავალ წარმატებული პროექტს გაგაცნობთ.