ორიენტ ლოჯიკმა კომპანია VERITAS TECHNOLOGIES-ისგან პარტნიორობის ვერცხლის სტატუსი მიიღო





Veritas Technologies ამერიკული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია მონაცემთა სანახი სისტემების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. Veritas Technologies პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ მოახდინონ ციფრული ტრანსფორმაცია და გადაწყვიტონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, როგორიცაა ღრუბლოვან პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციების მართვა, მონაცემთა დაცვა, შემნახველი სისტემების ოპტიმიზაცია და სამუშაო დატვირთულობის პორტატულობა.


პარტნიორობის ვერცხლის სტატუსი „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდს გადაეცა კომპანია Veritas Technologies-თან აქტიური თანამშრომლობისთვის, ამ მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების საფუძველზე.


„ორიენტ ლოჯიკი“ შესაძლებლობების პლატფორმაა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს ქართულ ბაზარზე.