ორიენტ ლოჯიკმა კომპანია MILESTONE SYSTEMS-ისგან პარტნიორობის ოქროს სტატუსი მიიღო




ორიენტ ლოჯიკმა კომპანია Milestone Systems-ისგან პარტნიორობის ოქროს სტატუსი მიიღო.


Milestone Systems არის გლობალური ლიდერი კომპანია ვიდეო მართვის პროგრამული უზრუნველყოფის (VMS) და ქსელური ვიდეო მეთვალყურეობის გადაწყვეტილებების მიმართულებით. კომპანია ორგანიზაციებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს ვიდეო პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ვიდეო გადაწყვეტილებების ინტეგრირება უსაფრთხოებისა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით.

Milestone Systems-ის ოქროს პარტნიორობის სტატუსი მიუთითებს „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდის პროფესიონალიზმზე Milestone Systems-ის პროდუქტების დიზაინის, ინსტალაციისა და კონფიგურაციის მიმართულებით.


აღნიშნული პარტნიორობის საფუძველზე, "ორიენტ ლოჯიკი“ ორგანიზაციებს Milestone Systems-ის გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს შესთავაზებს.