აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, „ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 75-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.
კონფერენციის შესახებ
2023 წლის 30 აპრილს აქსელი, Orient Logic-ის მხარდაჭერით, მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს ინვესტიციების შესახებ, რომელსაც დაესწრებიან ქართველი და უცხოელი ანგელოზი ინვესტორები, მოწვეული სტუმრები, ექსპატები, დიჯითალ-ნომადები, ფრილანსერები და სტარტაპები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე განსხვავებული სესია და პანელი. აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე განსხვავებული სესია და პანელი:
აქსელის ყოველთვიური დახურული საინვესტიციო შეხვედრა
ნეთვორქინგის ღია სესია ქართველ და საერთაშორისო ანგელოზ ინვესტორებთან ერთად
2 პანელური დისკუსია
10 სტარტაპის Elevator Pitch
პანელური დისკუსიები
პირველ პანელურ დისკუსიას “Angel Investing Unlocked: Insights and Advice from the Pros” თენეოს თანადამფუძნებელი ანა რობაქიძე 4 სპიკერთან ერთად გაუძღვება:
არგირიოს სპირიდისი – CEO | Anthology Ventures
გიორგი შამუგია – Managing Director | Singular
სალომე კუკავა – Founder & CEO | Globalize
პაატა შურღაია – Deputy Managing Partner | Grant Thornton Georgia
მეორე პანელურ დისკუსიას, სახელწოდებით “The Power of Angel Investing: Perspectives from Successful Investors and Entrepreneurs” აქსელის მმართველი დირექტორი ირო ცარაგეიშვილი უხელმძღვანელებს. მოწვეული სპიკერები იქნებიან:
ადრიან თრეში, Managing Partner | Anthology Ventures
ლევან შალამბერიძე, Asia Financial Institutions Equity Lead & Global Insurtech Lead | IFC
გიორგი გვაზავა, Angel Investor | Axel
ბექა დალაქიშვილი, CEO & Founder | Kernel
კონფერენციის პარტნიორები
თავარი პარტნიორები: Orent Logic, OL Academy, Codevice
გენერალური პარტნიორები: Tbilisi City Hall, Georgia’s Innovation and Technology Agency.
სტრატეგიული პარტნიორები: Adjara Group, GEC Consulting, Grant Thornton Georgia, Kettari Foundation, Binance, Kutaisi International University
პარტნიორები: Chivas Regal, Efes Georgia, Anapea Wines, Qari, Likani
დამატებითი დეტალები
აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერებას, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ქართული თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
კონფერენციაზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, tkt.ge-ზე: https://shorturl.at/ahtCM
თუ გსურთ დაესწროთ აქსელის დახურულ საინვესტიციო შეხვედრას, როგორც ანგელოზი ინვესტორი და მოისმინოთ 5 ტექნოლოგიური სტარტაპის ფიჩი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://lnkd.in/dXjBQ9V5
თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებში ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი ბიზნეს იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://lnkd.in/dsW8ufGh
Commenti