მარტივი, საჭიროებებზე მორგებული და თანამედროვე პროეცესების უზრუნველსაყოფად, თიბისიმ ძველი სისტემების მოდერნიზაცია გადაწყვიტა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად და გამოწვევებთან გასამკლავებლად, თიბისის გუნდმა, ორიენტ ლოჯიკთან თანამშრომლობით, Red Hat-ის პლატფორმა Openshift-ის დანერგვა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება პლატფორმის საიმედოობამ, გამოცდილებამ და უსაფრთხოებამ მიაღებინათ. სასურველ შედეგზე, ორიენტ ლოჯიკის გუნდთან ერთად, თიბისიში მოკლე დროში შეძლეს ახალი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ორგანიზაციაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და დეველოპმენტ პრაქტიკების გავრცელებაზე იმუშავებდა. Openshift-ის დახმარებით, თიბისიმ აპლიკაციების კონტეინერებში გაშვება და მართვა შეძლო, ასევე, აპლიკაციების უწყვეტი მიწოდების პროცესი გააუმჯობესა.
"თიბისიში Devops პრაქტიკების დანერგვის პარალელურად დავიწყეთ ძველი სისტემების მოდერნიზაციის პროცესი, შევარჩიეთ კონტეინერიზაციის მართვის პლატფორმად Openshift-ი, რადგან ეს გადაწყვეტილება იყო საიმედო, გამოცდილი და უსაფრთხო. კომპანია ორიენტ ლოჯიკის გუნდთან ერთად საკმაოდ მალე შევძელით მისი დანერგვა და სასურველი შედეგის მიღება."
- გივი დოჭვირი
Commentaires