ორიენტ ლოჯიკი Delinea-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა


ორიენტ ლოჯიკი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ვენდორის Delinea-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა რაც ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოების ახალ სერვისს შევთავაზებთ.

Delinea არის კიბერუსაფრთხოების სფეროში ორი წამყვანი ლიდერის Thycotic და Centrify-ს გაერთიანებით შექმნილი კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონ-ფრემის („On-premise”) და ქლაუდ (“cloud”) გადაწყვეტილებებს. აღნიშნული კომპანია არაერთი მახასიათებლით განსხვავდება ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან. მის კიბერუსაფრთხოების სერვისებს აქვს მუდმივი ხელმისაწვდომობა, მასშტაბურობა, მარტივი პერსონალიზაცია და დაცვის განსხვავებული მეთოდები.

Delinea Secret Server-ი აადვილებს ნებისმიერი ორგანიზაციის პრივილეგირებული მომხმარებლების აღმოჩენას, კონტროლს, შეცვლას და აუდიტს. Secret Server არის ერთადერთი სრულად გამორჩეული PAM გადაწყვეტილება, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ გარემოში ასევე ქლაუდში.

უსაფრთხოებისა და IT ოპერაციების გუნდებს აძლევს შესაძლებლობას უზრუნველყონ უსაფრთხოება და დაიცვან ადმინისტრატორის, root-ის და სხვა ანგარიშები კიბერ შეტევისგან.

აქვს Distributed Jump Boxes (ასევე მას მოიხსენიებენ როგორც Jump Hosts ან Bastion Hosts), აძლიერებს Zero Trust-ს იმით, რომ არ ენდობა ადმინისტრატორის სამუშაო სადგურის მდგომარეობას. ის ამას აკეთებს „სუფთა კონტროლის ოთახის“ შექმნით, რათა მომხმარებლის სამუშაო სადგურიდან ვერაფერი შევიდეს პრივილეგირებულ გარემოში.

ორიენტ ლოჯიკი წამყვანი IT კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მუდმივად ზრუნავს ახალ პარტნიორებთან ერთად, ტექნოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაზე, რაც უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების სისტემების ეფექტურ დაცვას.