top of page
Orient Logic

ჩვენ შესახებ

,,ორიენტ ლოჯიკი“ 1995 წლიდან საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა IT სფეროში. ჩვენი მისიაა ქვეყანაში უკეთესი IT ეკოსისტემის შექმნა, რასაც ბიზნესების ტექნოლოგიური მხარდაჭერითა და განვითარებით უზრუნველვყოფთ.

ჩვენი ძირითადი საქმიანობა მოიცავს საბანკო, სამთავრობო და სტრატეგიული ბიზნესის  სფეროებს. უკვე წარმატებით შევასრულეთ 1600 დამკვეთის 10 000-მდე პროექტი და მსოფლიო დონის ვენდორებთან ერთად ყოველწლიურად ვნერგავთ ინოვაციებსა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს ქვეყნის მასშტაბით.

საქმიანობის სფერო

IT / სერვერული ინფრასტრუქტურა;

ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები;

ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება;

ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა; 

მენეჯმენტი

მიღწევები

  • 2015 და 2019 წლებში GITI-მ მოგვანიჭა საქართველოში საუკეთესო IT სისტემური ინტეგრატორის სტატუსი;

  • 2017 წელს გავხდით საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის ავტორი;

  • 2019 წელს Dell Technologies-მა დაგვაჯილდოვა, როგორც საუკეთესო IT სისტემური ინტეგრატორი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში;

  • საქართველოში ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელმაც Hewlett Packard Enterprise-ისგან 2021 წელს ერთდროულად 5 საპარტნიორო ჯილდო მოიპოვა და წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წამყვანი პარტნიორის სტატუსით დავჯილდოვდით;

  • 2022 წელს Dell Technologies საპარტნიორო ფორუმზე ტრანსფორმაციული პარტნიორის ჯილდო მოვიპოვეთ;

  • 2022 წლის Hewlett Packard Enterprise-ის მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოვიპოვეთ ჯილდო ​Consistent Performance Year-Over-Year.

  • 2022 წელს Cisco-სგან მოვიპოვეთ წლის მზარდი პარტნიორის სტატუსი.

  • 2023 წელს IBM ოქროს საპარტნიორო სტატუსი მოგვენიჭა.

  • ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია და სისტემური ინტეგრატორები ვართ საქართველოში.

  • Dell Technologies – ტიტანიუმ პარტნიორი

  • Hewlett Packard Enterprise – პლატინიუმ პარტნიორი

  • HP – ოქროს საპარტნიორო სტატუსი

  • Cisco - პრემიერ პარტნიორი

  • Ruckus - Elite საპარტნიორო სტატუსი

  • Riello – ავტორიზებული დისტრიბუტორი

  • VMware – Advanced საპარტნიორო სტატუსი

  • Epson - ავტორიზებული პარტნიორი

  • Barracuda Networks - ექსკლუზიური პარტნიორი

  • IBM - ოქროს საპარტნიორო სტატუსი

  • Trend Micro – ბრინჯაოს პარტნიორი

Orient Logic

© ორიენტ ლოჯიკი 2022

bottom of page